Belive

ოფიციალურად: მათე ცინცაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მათე ცინცაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. 24 წლის ნახევარმცველი ბათუმის დინამოში ითამაშებს. ლატვიის ჩემპიონატში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ, თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს ვიცე-ჩემპიონს 2-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა. რამდენიმე დღის წინ დასრულებული სეზონის შემდეგ, ეს აჭარული კლუბისთვის პირველი ტრანსფერი იყო. "დინამო" უკვე დატოვეს გიორგი ილურიძემ და გურამ ადამაძემ. შემდეგ სეზონში, ბათუმის "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სხვა სტატიები