Belive

ოფიციალურად: მატიჩი რომას ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნემანია მატიჩი კარიერას "რომაში" გააგრძელებს. ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. სერბი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მატიჩს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ახლახანს ამოეწურა. ცნობილია, რომ მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ მატიჩი მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელია. ნემანიასთან ერთად პორტუგალიელს ჯერ "ჩელსიში", შემდეგ კი "იუნაიტედში" უმუშავია. ახალ გუნდში მატიჩი 21-ნორმიანი მაისურით იასპარეზებს. 33 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" 32 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები