Belive

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინო "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგულმა კლუბმა "პსჟ"-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ესპანიოლისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. "პსჟ"-მ ოფიციალურად განაცხადა მაურისიო პოჩეტინოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. 48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა, კონტრაქტში გათვალისწინებულია თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.
 
მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა:
"ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ "პსჟ"-ს ახალი მთავარი მწვრთნელი გავხდი. მადლობას ვუხდი კლუბს ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემს გულში ამ კლუბს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, განსაკუთრებით გამოვყოფ ატმოსფეროს, რომელსაც გულშემატკივრები ქმნიან სტადიონზე".
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინომ "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი შეცვალა, რომელმაც წინა სეზონში ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინო პარიზული კლუბის ღირსებას ორნახევარი სეზონის განმავლობაში (2001-03წწ.) იცავდა.  

სხვა სტატიები