Belive

ოფიციალურად | მაურიციო სარი ლაციოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მომდევნო სეზონიდან, მაურიციო სარი "ლაციოს" გაწვრთნის: იტალიელმა სპეციალისტმა რომაულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 62 წლის სარი "ლაციოს" სიმონე ინძაგის წასვლის შემდეგ შეუერთდა. თავის მხრივ, სიმონე ინძაგი "ინტერში" გადაბარგდა, სადაც ის ანტონიო კონტეს ჩაანაცვლებს. ცნობილია, რომ გუნდის გასაძლიერებლად, სარის "ლაციოში" ისეთი ფეხბურთელების გადაბირება სურს, რომელთანაც მას უკვე უმუშავია. იტალიური მედიის თანახმად, სიის სათავეში "ჩელსის" ფეხბურთელი, რუბენ ლოფტუს-ჩიკია. სარის დაბრუნებით, შეიძლება ითქვას, რომ სერია ა-მ დამატებითი ხიბლი შეეძინა - როგორც მოგეხსენებათ, "რომას" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინო დაინიშნა, რომაულ დერბიში სარი Vs. მოურინიოს დაპირისპირების ხილვა კი ძალიან საინტერესო იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ ცვლილებებია ტურინის "იუვენტუსშიც": არასახარბიელო შედეგების ფონზე, ანდრეა პირლო მასიმილიანო ალეგრიმ ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები