Belive

ოფიციალურად - მემფის დეპაი ბარსელონას ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო პერიოდში მსოფლიო სპორტულ მედიაში მემფის დეპაის ირგვლივ საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა ყველაფერი დასრულებულია - დეპაი ბარსელონას ფეხბურთელია. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წევრი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.



საყურადღებოა, რომ "ბარსელონა" მნიშვნელოვნად ძლიერდება, მემფის დეპაიმდე გუნდმა არგენტინელი სუპერვარსკვლავი სერხიო აგუერო დაიმატა. ჯამში "ბლაუგრანამ" მე-4 ფეხბურთელი შეიძინა - მემფის დეპაი, სერხიო აგუერო, ემერსონი და ერიკ გარსია. ცნობილია, რომ დეპაი ესპანურ გრანდში 2023 წლამდე ითამაშებს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, კონტრაქტის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.  

სხვა სტატიები