Belive

ოფიციალურად: მესი ბარსელონას უფასოდ ვერ დატოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესის "ბარსელონადან" წასვლის გადაწყვეტილება აქვს მიღებული. არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელი იქნება. ლა ლიგამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ 700 მილიონიანი გამოსასყიდი თანხა ძალაშია - ლეო "ბარსელონას" უფასოდ ვერ დატოვებს. ესპანურ პრესაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეოსა და "ბლაუგრანას" შორის აღნიშნულ საკითხზე, შესაძლოა, სასამართლო დავაც დაიწყოს. 33 წლის არგენტინელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "მანჩესტერ სიტია". ინტერესს გამოთქვამს "პსჟ"-ც.

სხვა სტატიები