Belive

ოფიციალურად: მილანის ინტერი კორონავირუსის გამო იზოლაციაშია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთელი გუნდი წყვეტს ვარჯიშს და იზოლაციაში გადადის, მას შემდეგ რაც "იუვენტუსის" ფეხბურთელს, დანიელე რუგანის, კორონავირუსი დაუდასტურდა. "იუვენტუსის განცხადების შემდეგ, რომ დანიელე რუგანის ტესტის პასუხები CONVID-19-ზე დადებითია, საფეხბურთო კლუბი "ინტერნაციონალე" აცხადებს რომ წყვეტს ყველანაირ აქტივობას. კლუბი ყველა საჭირო ყველა პროცედურას ჩაატარებს " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსისა" და "ინტერის" მატჩი სერია ა-ში შაბათს გაიმართა და დანიელე რუგანი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. ასევე იხილეთ: იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

სხვა სტატიები