Belive

ოფიციალურად: მილანმა ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი შეიძინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანურმა გრანდმა იენს პიტერ ჰაუგეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "როსონერის რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. "საფეხბურთო კლუბი "მილანი" მოხარულია გაცნობოთ იენს პიტერ ჰაუგეს ტრანსფერი. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი", - აღნიშნულია "როსონერის" განცხადებაში. 1999 წელს დაბადებული ჰაუგე "ბოდო გლიმტის" აღზრდილია. ძირითად გუნდში ნორვეგიელი შემტევის დებიუტი 2016 წელს შედგა. "ბოდო გლიმტის" მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში, ჰაუგემ 26 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "მილანი" "ბოდო გლიმტს" დაუპირისპირდა. 24 სექტემბერს გამართულ მატჩში "მილანმა" მოწინააღმდეგე 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. "როსონერის" კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი კი სწორედ იენს პიტერ ჰაუგე გახდა.

სხვა სტატიები