Belive

ოფიციალურად: მილანმა ლილის ფეხბურთელი €35 მილიონად შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიურმა "მილანმა" 20 წლის ტალანტი, რაფაელ ლეაო €35 მილიონად შეიძინა. ლეაომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იტალიურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რაფაელ ლეაო ლისაბონის "სპორტინგის" აღზრდილი ფეხბურთელია. გასულ წელს, იგი ფრანგულ "ლილში" თამაშობდა. 26 მატჩში მან მეტოქის კარის აღება 8-ჯერ შეძლო და გუნდს ლიგა 1-ში მეორე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ დღეს "ლილმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაყიდა: ნიკოლას პეპეს სანაცვლოდ, ლონდონის "არსენალმა" £72 მილიონი გადაიხადა და კლუბის რეკორდი დაამყარა.    

სხვა სტატიები