Belive

ოფიციალურად: მილანმა ტორინოდან მეიტე დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
26 წლის ფრანგი ნახევარმცველი სუალიჰო მეიტე "მილანის" ფეხბურთელი გახდა. მეიტე მილანურ კლუბს "ტორინოდან" იჯარის წესით შეუერთდა. მეიტე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანის" პირველი ახალწვეულია. "მილანმა" 26 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. "ტორინოსა" და "მილანის" შეთანხმებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც პიოლის გუნდს ფრანგი ნახევარმცველის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. ფრანგი ნახევარმცველი ახალ გუნდში 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.   მეიტე "ტორინოს" 2018 წელს "მონაკოდან" შეუერთდა და 94 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.    

სხვა სტატიები