Belive

ოფიციალურად - მინამინო იჯარით პრემიერ ლიგის გუნდში გაუშვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "ლივერპულმა" ტაკუმი მინამინოს განათხოვრება გადაწყვიტა. 26 წლის იაპონელი ფეხბურთელი იჯარის წესით "საუთჰემპტონში" ითამაშებს. მინამინო "წმინდანებს" სეზონის ბოლომდე შეუერთდა, რის შემდეგაც ის მერსესაიდელებს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრების ვინგერი "ლივერპულმა" გასულ წელს "ზალცბურგიდან", 8,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მინამინო კლოპმა ყველა ტურნირზე 17 მატჩში ათამაშა, სადაც ტაკუმიმ 4 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი.

სხვა სტატიები