Belive

ოფიციალურად: მიტროღლუ ერედივიზიონში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კონსტანტინოს მიტროღლუ კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ბერძენი თავდამსხმელი იჯარის წესით "პსვ"-ში გადავიდა, სადაც ერთ სეზონს გაატარებს. ჰოლანდიელებს მიტროღლუს არენდის სანაცვლოდ მარსელის "ოლიმპიკისთვის" 1,25 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ. სწორედ ფრანგული კლუბის საკუთრებაა 31 წლის შემტევი. კონსტანტინოს მიტროღლუ გასულ სეზონში განათხოვრებული "გალასათარაიში" იყო. მან თურქეთში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები