Belive

ოფიციალურად - მონაკომ ანრი გაათავისუფლა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა "მონაკომ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიერი ანრი გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი "მონაკოს" არადამაჯერებელი თამაშია, რომელსაც "მონეგასკები" ანრის ხელში აჩვენებენ. "მონაკომ" ანრის თავკაცობით სულ რაღაც 20 მატჩი ჩაატარა, აქედან 11-ში დამარცხა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო სამი ქულა აქტივში მხოლოდ 5-ჯერ ჩაიწერა, შედეგად გათამაშების ცხრილში მე-19 ადგილზე ჩამოქვეითდა და გასავარნ ზონაში ადგილი გაიმყარა. ეს ანრისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი სამსახური იყო, მანამდე ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის თანაშემწე იყო, მათ ერთად ბელგიას მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაგებინეს.

სხვა სტატიები