ოფიციალურად: მოურინიო რომას მწვრთნელი გახდება

ჟოზე მოურინიო იტალიაში ბრუნდება – გამოცდილი სპეციალისტი მომავალი სეზონიდან “რომას” ჩაიბარებს.

ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც იცით, “რომას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა დაკავებულ პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

როგორც ცნობილია, მოურინიომ “რომასთან” 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ “რომას” ამბიციების შესახებ შევიტყვე. ერთად გვინდა, რომ ავაშენოთ გამარჯვებული პროექტი.

გულშემატკივრის წარმოუდგენელმა გატაცებამ დამარწმუნა, რომ შემოთავაზება უნდა მიმეღო. მოუთმენლად ველოდები მომავალი სეზონის დაწყებას,” – ამბობს მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის პორტუგალიელი ბოლოს “ტოტენჰემში” მუშაობდა. ჟოზე ინგლისელებმა ცოტა ხნის წინ დაითხოვეს.

ოფიციალურად: მოურინიო რომას მწვრთნელი გახდება

სტატიის ავტორი
-