Belive

ოფიციალურად: ნაგელსმანი ბაიერნის მთავარი მწვრთნელია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის “ბაიერნის” მომდევნო მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ჰანსი ფლიკს იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლებს, რომელმაც “ლაიფციგის” ხელმძღვანელობას კონტრაქტი გაუწყვიტა. ინფორმაცია "ბაიერნის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

33-წლის გერმანელი სპეციალისტი “ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ივლისამდე იკავებს, თუმცა ნაგელსმანმა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა ითხოვა. ნაგელსმანი "ბაიერნს" 1 ივლისს ჩაიბარებს. 33 წლის თავკაცმა გერმანულ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური კომენტარი "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ოლივერ კანმა განაცხადა: "მომავალი 5 წელი ანახებს თუ როგორი მწვრთნელია და რა შეუძლია ნაგელსმანს. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მიუნხენური კარიერა წარმატებული იქნება. დიდი მადლობა ჰანსი ფლიკს, მან "ბაიერნისთვის" ძალიან ბევრი რამ გაიღო და დიდ წარმატებებს მიაღწია. ახლა კი ვასრულებთ მის სურვილს და სეზონის დასრულებამდე ვტოვებთ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ყოველივე საუკეთესო ჰანს". - ნათქვამია განცხადებაში. “ლაიფციგმა” თანხმობა მხოლოდ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და მთავარი მწვრთნელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო არავის გადაუხდია.

სხვა სტატიები