Belive

ოფიციალურად - ნაპოლის მთავარ მწვრთნელად სპალეტი დაინიშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი სპეციალისტი - ლუჩიანო სპალეტი ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,მოხარული ვარ გამცნოთ, რომ ,,ნაპოლის'' ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი იქნება, რომელიც მუშაობას პირველი ივლისიდან შეუდგება. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლუჩიანო, ერთად დიდ საქმეს გავაკეთებთ,'' - განაცხადა ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა.
,,ნაპოლის'' ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ჯენარო გატუზო წვრთნიდა, რომელიც გუნდიდან იტალიის სერია ა-ს სეზონის დასრულებისთანავე დაითხოვეს. სპალეტი სხვადასხვა დროს ,,ემპოლიში'', ,,სამპდორიაში'', ,,ვენეციაში'', ,,უდინეზეში'', ,,ანკონაში'', ,,უდინეზეში'', ,,რომაში'', ,,ზენიტსა'' და ,,ინტერში'' მუშაობდა. სპეციალისტი სერია ა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დაასახელეს.

 

სხვა სტატიები