Belive

ოფიციალურად: ნეიმარი და დი მარია გამოირიცხა, ვერატი განაცხადში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. დღის ცენტრალური მატჩი ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "პსჟ"-ს შეხვდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ პირველ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებენ ნეიმარი და ანხელ დი მარია, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მარკო ვერატის თამაში, თუმცა "პსჟ"-მ მატჩისწინა განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც იტალიელი ნახევარმცველიც მოხვდა. მარკო ვერატის მცირე ტრავმა აქვს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ თუ ძირითად შემადგენლობაში არა, სათადარიგო სკამიდან მაინც დაეხმარება საკუთარ კლუბს.

სხვა სტატიები