Belive

ოფიციალურად - ნეიმარმა პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ნეიმარმა, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელი პარიზულ გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ბონუსების გარეშე 29 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება წელიწადში 30 მილიონი ევრო იქნება.

,,პარი სენ ჟერმენში თავგადასავლის გაგრძელება ძალიან სასიამოვნოა, რადგან აქ ბედნიერი ვარ. ამ გუნდში თამაში ნამდვილად საამაყოა. აქ გავიზარდე როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი და როგორც მოთამაშე. შესაბამისად, კონტრაქტის გახანგრძლივება მახარებს და იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს მოვიგებ,'' - განაცხადა ნეიმარმა.
ნეიმარი ,,პსჟ-ში'' 2017 წელს ,,ბარსელონადან'' გადავიდა. ბრაზილიელის ანგარიშზე ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 112 შეხვედრაში 85 გოლი და 51 საგოლე გადაცემაა.

 

სხვა სტატიები