Belive

ოფიციალურად: ნიკა კაჭარავამ ანორთოსისი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიკა კაჭარავა "ანორთოსისის" წევრი აღარ არის - ქართველმა შემტევმა კვიპროსული გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. როგორც იცით, კაჭარავას "ანორთისისიდან" წამოსვლის მიზეზი გუნდის კონკურენტის, "აპოელის" მატჩიდან გავრცელებული ვიდეოა. ნიკა, გურამ კაშიასთან ერთად იღიმოდა, რაც ფამაგუსტელთა ფანებმა გოლის აღნიშვნად მიიღეს. სწორედ "ანორთოსისის" გულშემატკივრის მოთხოვნა იყო, რომ 27 წლის თავდამსხმელს გუნდი დაეტოვებინა.
"მადლობა ნიკა კაჭარავას 62 მატჩში გატანილი 12 გოლისთვის. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეჩერებულია," - "ანორთოსისის" ოფიციალური განცხადება.

სხვა სტატიები