Belive

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიკა კვეკვესკირი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს: საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ახალი გუნდი პოზნანის "ლეხი" იქნება. პოლონური მედიის თანახმად, გუნდის ხელმძღვანელობა კვეკვესკირს იესპერ კელსტრომის შემცვლელად განიხილავს, რომელიც გუნდს ასევე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. 29 წლის ქართველი ფეხბურთელი "ლეხს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შესაძლოა 2 წლით გახანგრძლივდეს.
"მოედნის ცენტრის გაძლიერება გვინდოდა და იქედან გამომდინარე, რომ რადოსლავ მურავსკი გუნდს ზაფხულში შემოუერთდება, ჩვენ 6-თვიანი კონტრაქტი ნიკა კვეკვესკირს გავუფორმეთ. მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება დამატებით 2 წლით შეგვიძლია. კვეკვესკირი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს. აქედან გამომდინარე, მოედნის ცენტრში შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ერთმანეთთან კონკურენცია კვეკვესკირს, იესპერ კერლსტრომსა და პედრო ტიბას მოუწევთ", - აღნიშნა "ლეხის" სპორტულმა დირექტორმა, ტომაშ ზოსამ.

სხვა სტატიები