ლეგენდარული ნიდერლანდელი ფორვარდი – რუდ ვან ნისტელროი, “პსვ” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
̷̷̷ .
⚪
Our new head coach,
starting next season. pic.twitter.com/cp80IbEtg7— PSV (@PSV) March 30, 2022
რუდ ვან ნისტელროი, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელად 2014 წლიდან მუშაობს. 2014-2016 წლებში, იგი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2018-2021 წლებში კი “პსვ”-ს ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი. 2019 წლიდან დღემდე იგი კვლავ ნიდერნალდების ნაკრების მწვრთნელის ასისტენტია, ახლა კი უკვე “პსვ”-ს მთავარი მწვრთნელიც.
ნისტელროი “პსვ”-ში, 2022/2023 წლების სეზონის ჩათვლით იმუშავებს.