Belive

ოფიციალურად - ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერის მწვრთნელია!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდა, მას სამწვრთნელო შტაბში მაიკლ კერიკი, და სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი მაიკ ფელანი ეყოლება. ოლე გუნარ სოლსკიაერი, წითელი ეშმაკების რიგებში 1996 წლიდან 2007 წლამდე გამოდიოდა და ჩატარებულ 273 მატჩში 126 გოლიც გაიტანა, მათ შორის ლეგენდარული გოლი მიუნხენის "ბაიერნის" კარში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რაც შეეხება ნორვეგიელის სამწვრთნელო კარიერას, მან ყველაფერი "იუნაიტედის" რეზერვებში დაიწყო, სადაც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ იყო მიოლდე, კარდიფი, და შემდეგ მიოლდეში დაბრუნება, ახლა კი ოლე გუნარი "მანჩესტერში" დაბრუნდა ოღონდ მწვრთნელის რანგში.

სხვა სტატიები