Belive

ოფიციალურად - პანდევი და ელმასი საქართველოსთან ითამაშებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე ოფიციალურად დასტურდება ის ინფორმაცია, რომ 12 ნოემბერს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გორან პანდევი და ელიფ ელმასი დაეხმარებიან. გავრცელებული კადრების მიხედვით, ორივე მათგანი უკვე მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეშია და უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად საქართველოსკენ გამოფრინდება.
შეგახსენებთ, რომ პანდევი (ჯენოა) და ელმასი (ნაპოლი) სერია A-ში თამაშობენ, ხოლო კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, იყო საფრთხე რომ კლუბები ფეხბურთელებს სანაკრებო პაუზაზე არ გამოუშვებდნენ. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 12 ნოემბერს, 21 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები