Belive

ოფიციალურად: პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთი დატოვა - "სარაგოსას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "აპოლონში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს კვიპროსულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, 25 წლის ვინგერი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "აპოლონთან" 1,5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს, "დინამო თბილისიდან" გადავიდა. ესპანურმა გუნდმა გიორგის სანაცვლოდ 300 ათასი ევრო გადაიხადა. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ნაკრების  ფეხბურთელი "რასინგში" გაანათხოვრეს, თუმცა ის ზაფხულში გუნდში დაბრუნდა. პაპუნაშვილმა "სარაგოსას" რიგებში 61 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 13 გოლი და 3 ასისტია.

View this post on Instagram

A post shared by Apollon FC Official (@apollonfc)

სხვა სტატიები