Belive

ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენმა" მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 18 თვის შემდეგ, პოჩეტინოს ახალი სამსახურის მოძებნა მოუწევს. ფრანგულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სურს. არგენტინელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანიც სახელდებოდა. პოჩეტინომ “პსჟ” გასული წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1, თასი და სუპერთასი მოიგო.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება, რომელიც ბოლოს “ნიცაში” მუშაობდა.

სხვა სტატიები