Belive

ოფიციალურად: პატრის ევრამ კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 38 წლის პატრის ევრამ 20 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახალი გამოწვევის მისაღებად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ევრა მწვრთნელის ამპლუაში მოსინჯავს ძალებს. ფეხბურთელის რანგში, ევრამ განსაკუთრებულ წარმატებას "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მიაღწია, სადაც პრემიერ ლიგის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა. 2018/19 წლების სეზონი, ფრანგმა ფეხბურთელმა "ვესტ ჰემში" გაატარა - თუმცა ლონდონური კლუბის მაისური ევრამ მხოლოდ 5 შეხვედრაში მოირგო.

სხვა სტატიები