Belive

ოფიციალურად: პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი პრესტიჟული ჯილდოს ოქროს ბიჭუნას გამარჯვებული გახდა. 18 წლის ფეხბურთელმა 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, ასევე ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, კოპა დელ რეის გამარჯვებული გახდა და ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის მოხვდა. პედრის კონკურენტები აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ჯუდ ბელინგემი, ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველი ფლორიან ვირტსი, მიუნხენის "ბაიერნის" ტალანტი ჯამალ მუსიალა და თანაგუნდელი გავი იყვნენ. სხვადასხვა დროს აღნიშნული ჯილდო ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც ლიონელ მესი, უეინ რუნი, სერხიო აგუერო, პოლ პოგბა, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ისკო და სხვები არიან.

 

სხვა სტატიები