Belive

ოფიციალურად: პედრისთვის სეზონი დასრულებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 19 წლის ფეხბურთელი - პედრი, სეზონის დარჩენილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. პედრიმ ტრავმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში, "აინტრახტის" წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც იგი მოედანზე მეორე ტაიმში აღარ გამოჩენილა, მის მაგივრად კი ფრენკი დე იონგმა ითამაშა.

"ბარსელონას" ოფიციალურმა "ტვიტერ" გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პედრის გამოკვლევა ჩაუტარდა, რის მიხედვითაც მას მარცხენა ბარძაყის არეში აქვს ბიცეფსის დაზიანება და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი ვერ ითამაშებს იგი, თუმცა სოციალურ ქსელში ესპანური გამოცემები წერენ, რომ 19 წლის ფეხბურთელისთვის სეზონის გაგრძელება შეუძლებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გერმანულ "აინტრახტთან" 2 მატჩიან დაპირისპირებაში 3:4 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან ასპარეზობას გამოეთიშა.

სხვა სტატიები