Belive

ოფიციალურად: ფაბრეგასი მონაკოს შეუთანხმდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა "მონაკოსთან" შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის წინააღმდეგი "ჩელსის" სპორტული დირექტორი, მარინა გრანოვსკაიაა. Sky Sports-ის მიხედვით, თუკი ლონდონური კლუბი ფაბრეგასის შემცვლელს იპოვის, მაშინ ესპანელი კლუბს ზამთარშივე დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მონაკოში" ტრანსფერი ზაფხულამდე არ შედგება. ფაბრეგასის შეძენის ინიციატორი "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი იყო, რომელსაც ფაბრეგასთან ერთად ლონდონის "არსენალში" აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები