Belive

ოფიციალურად - ფელაინიმ მანჩესტერი დატოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და კარიერას ჩინურ "შანდონგ ლუნენგში" გააგრძელებს, ფელაინიმ ჩინელებთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მარუან ფელაინი "იუნაიტედში" 2013 წელს გადავიდა, იგი დევიდ მოიესის პირველი შენაძენი იყო და კლუბში 177 მატჩი ჩაატარა, ჯამში კი 3 ტიტული მოიგო, თუმცა ხშირ შემთხვევაში მატჩში სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა. ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ კი, ფელაინის სათამაშო დრო თითქმის არ მისცემია, შედეგად კი ჩინეთისკენ გაეშურა.

სხვა სტატიები