Belive

ოფიციალურად: ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ფერნანდო ტორესმა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. მისი კლუბი "საგან ტოსუ" "კობესთან" 1:6 დამარცხდა. ფერნანდო ტორესს მრავალ საფეხბურთო გრანდში აქვს ნათამაშები: 2001-2007 (2016-2018) წლებში მადრიდის "ატლეტიკოში"; 2007-2011 წლებში "ლივერპულში"; 2011-2015 წლებში "ჩელსიში"; 2015-2016 წლებში "მილანში"; 2018-2019 "'საგან ტოსუში". ფერნანდო ტორესი 2008 წელს ოქროს ბურთისთვის იბრძოდა, სადაც მესამე ადგილზე გავიდა. ასევე, 2008 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში. ფერნანდო ტორესი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მან ნაკრებში 110 მატჩი ჩაატარა, სადაც 38 გოლის გატანა შეძლო. იგი მხოლოდ დავიდ ვილასა (59) და რაულს (44) ჩამორჩება.

სხვა სტატიები