Belive

ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი ჩელსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრენკ ლამპარდმა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. აღნიშნულ ინფორმაციას "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლამპარდმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის პირობების თანახმად, 41 წლის ლამპარდი წელიწადში 5.5 მილიონ ფუნტს მიიღებს.
Untitled
"ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში კვლავ დავბრუნდი "ჩელსიში". ამ კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული და ჩვენი ისტორია ყველას კარგად მოეხსენება. კონცენტრირებული ვარ წინასასეზონო სამზადისზე. აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. მოუთმენლად ველი თუ როდის შევუდგები საქმეს", - აღნიშნა ფრენკ ლამპარდმა.

სხვა სტატიები