Belive

ოფიციალურად: ფულემი პრემიერ ლიგიდან გავარდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის რიგით 33-ე ტურის შეხვედრები, სადაც ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი უოტფორდში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "უოტფორდმა" "ფულემს" უმასპინძლა. ეს მატჩი გამორჩეული იმიტომ იყო, რომ "ფულემი" დამარცხების შემთხვევაში პრემიერ ლიგის ემშვიდობებოდა. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ანგარიშით ფრედ 1:1 დასრულდა, მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მასპინძლებმა მკვეთრი უპირატესობა მოიპოვეს და სტუმრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 4:1 დასრულდა და "ფულემი" პრემიერ ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ "ფულემი" პრემიერ ლიგაში 2018 წელს გადმოვიდა და სამწუხაროდ ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო. "ფულემი" მეორე კლუბია, რომელიც პრემიერ ლიგიას ნაადრევად დაემშვიდობა. "ფულემთან" ერთად პრემიერ ლიგას რამდენიმე დღის წინ "ჰადერსფილდი" დაემშვიდობა.

სხვა სტატიები