Belive

ოფიციალურად: პორტუგალიის ჩემპიონატი 4 ივნისს განახლდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ ევროპაში ფეხბურთი ბრუნდება. რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიის ჩემპიონატი 4 ივნისს განახლდება. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ანტონიო კოსტამ გასულ თვეს განაცხადა, რომ სეზონის განახლების უფლება გუნდებს დახურულ კარს მიღმა 30 მაისიდან ექნებოდათ. პორტუგალიაში ფეხბურთი 12 მარტს შეჩერდა. ჩატარებული ტურების მიხედვით ლიგას "პორტუ" ლიდერობს, რომელსაც "ბენფიკა" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის გარდა, სეზონის ოფიციალურად გერმანიაში განახლდება. ბუნდესლიგა 18 მაისს დაიწყება.

სხვა სტატიები