Belive

ოფიციალურად: პოუპი ნიუკასლის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიკ პოუპი კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე "კაჭკაჭების" რიგებში 2026 წლის ივნისამდე ითამაშებს. მხარეებს შეთანხმების დეტალები არ გაუხმაურებიათ, თუმცა, ინგლისურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარნლიმ" 11.5 მილიონი ევრო მიიღო. "ნიუკასლი" ხელმძღვანელების შეცვლის შემდეგ, არაერთ ძვირადღირებულ ტრანსფერს აკეთებს. გასულ სეზონში ინგლისურმა კლუბმა 131 მილიონი ევრო დახარჯა. 2021/2022 წლების სეზონში პოუპმა 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 51 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.

სხვა სტატიები