Belive

ოფიციალურად | პრე-სეზონზე ნაპოლი 4 მატჩს გამართავს, როდის შედგება კვარაცხელიას დებიუტი?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი - "ნაპოლი", სერია ა-ს 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე, აქტიურ მზადებას შეუდგა. 8 ივლისს, ნეაპოლელები მშობლიური ქალაქიდან დიმაროში გაემგზავრნენ, სადაც ზაფხულის საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და მომავალი სეზონისთვის მოემზადებიან. პრე-სეზონზე "ნაპოლი" 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პრე-სეზონზე "ნაპოლი" თურქულ და ესპანურ კლუბებს დაუპირისპირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, "ნაპოლის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შესაძლოა პირველსავე დაპირისპირებაში შედგეს.
  • 27 ივლისი - "ნაპოლი" Vs. "ადანასპორი"
  • 31 ივლისი - "ნაპოლი" Vs. "მალიორკა"
  • 3 აგვისტო - "ნაპოლი" Vs. "ჟირონა"
  • 6 აგვისტო - "ნაპოლი" Vs. "ესპანიოლი"

Untitled

შეგახსენებთ, სერია ა-ს 2022/23 წლების სეზონის პირველ შეხვედრას, "ნაპოლი" 15 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები