Belive

ოფიციალურად: პრემიერ ლიგა მაისში არ განახლდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონი განახლებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც უსაფრთხოების პირობები გარანტირებული იქნება. პარალელურად, ინგლისში ფეხბურთელების ხელფასების 30%-ით შემცირებას განიხილავენ.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პრიორიტეტი მთელი ქვეყნისა და ფეხბურთთან დაკავშირებული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაა - ეს ეხება როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს, გუნდის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს," გკითხულობთ განცხადებაში.
კორონავირუსისგან შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, პრემიერ ლიგა 30 აპრილამდე იყო გადადებული, თუმცა ბრიტანეთში COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, სეზონის განახლების თარიღი უკვე უცნობი გახდა. 3 აპრილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 38,168 შემთხვევაა დაფიქსირებული და ისიც აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში, ბრიტანეთში 684 ადამიანი გარდაიცვალა (ჯამში 3,605 ადამიანი). გასულ კვირას, ბრიტანეთში "ტოტენჰემ ჰოთსფურის" განცხადებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია. ლონდონური გუნდი ფეხბურთელების ანაზღაურების გადასახდელად ფულად სახსრებს სამთავრობო ფონდიდან ითხოვდნენ. საპასუხოდ, პრემიერ ლიგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ ლიგის გუნდებმა ფეხბურთელებთან კონსულტაციები უნდა გაიარონ და შედეგად, ხელფასის 30%-ით შემცირებაზე თანხმობას მიაღწიონ.

ასევე იხილეთ: ტევესი: “ფეხბურთელები ხელფასის გარეშე 6 თვე გავძლებთ”

   

სხვა სტატიები