Belive

ოფიციალურად: პრემიერ ლიგის დიდი ექვსეულის ყველა კლუბმა ევროპის სუპერ ლიგა დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა ის კლუბი, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობა უნდა მიეღო, გადაწყვეტილებას ცვლის და ჯერ არ შემდგარ ტურნირს ტოვებს. "დიდი ექვსეულის" გუნდებიდან თავდაპირველად ხსენებული გადაწყვეტილება "მანჩესტერ სიტიმ" და ლონდონის "ჩელსიმ" მიიღეს, მოგვიანებით კი მათ ნაკვალევს "არსენალი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემიც" მიყვნენ. ყველა კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და სოციალური ქსელის თავ-თავიანთ გვერდებზე გულშემატკივარს მოუბოდიშეს და მიმართვებიც გაავრცელეს, რომელიც ასე გამოიყურება:

მანჩესტერ სიტი

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კლუბმა მიიღო ოფიციალური ზომები, რათა გამოსულიყო ევროპის სუპერ ლიგის პროექტის შენების პროცესიდან. Club statement.https://t.co/GeNQZn8091 — Manchester City (@ManCity) April 20, 2021

არსენალი

"ბოლო დღეების განმავლობაში, თქვენი და ფართო საფეხბურთო საზოგადოების მოსმენის შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული სუპერ ლიგიდან გამოვდივართ. ჩვენ შეცდომა დავუშვით და ამის გამო ბოდიშს გიხდით.

As a result of listening to you and the wider football community over recent days we are withdrawing from the proposed Super League. We made a mistake, and we apologise for it. — Arsenal (@Arsenal) April 20, 2021


ლივერპული

"ლივერპულს" შეუძლია დაადასტუროს, რომ ევროპის სუპერ ლიგის შექმნის შემოთავაზებულ გეგმებში ჩვენი მონაწილეობის საკითხი შეჩერებულია. ბოლო დღეებში კლუბმა მიიღო რჩევები სხვადასხვა ძირითადი დაინტერესებული მხარისგან, როგორც შიდა, ასევე გარე მხრიდან და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

Liverpool Football Club can confirm that our involvement in proposed plans to form a European Super League has been discontinued. — Liverpool FC (@LFC) April 20, 2021


მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერ იუნაიტედი" არ მიიღებს მონაწილეობას ევროპის სუპერ ლიგაში. ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ ჩვენი ქომაგების, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების რეაქცია. მზად ვართ ვიმუშაოთ სხვებთან ერთად მთელ საფეხბურთო საზოგადოებაში, რათა შევქმნათ მდგრადი გადაწყვეტილებები ფეხბურთის წინაშე მყარი და გრძელვადიანი გამოწვევებისთვის.

We will not be participating in the European Super League.#MUFC — Manchester United (@ManUtd) April 20, 2021


ტოტენჰემი

აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე დენიელ ლევი: "ჩვენ ვწუხვართ ევროპის სუპერ ლიგის წინადადებით გამოწვეულ შფოთვასა და დაღლილობაზე. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენს კლუბს მონაწილეობა მიეღო შესაძლო ახალი სტრუქტურის შემუშავებაში, რომელიც ცდილობდა უკეთ უზრუნველეყო ფინანსური სამართლიანი თამაში და ეკონომიკური მდგრადობა, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილი მხარდაჭერა ფართო საფეხბურთო პირამიდისთვის. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ არასდროს უნდა დავდგეთ უძრავად და სპორტმა მუდმივად უნდა განიხილოს შეჯიბრებების და მმართველობის სისტემები იმის უზრუნველსაყოფად, რომ თამაში, რომელიც ყველას გვიყვარს და აღაფრთოვანებს გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში, უფრო მეტად განვითარდეს".

We can confirm that we have formally commenced procedures to withdraw from the group developing proposals for a European Super League (ESL).#THFC ⚪️ #COYS — Tottenham Hotspur (@SpursOfficial) April 20, 2021


 

სხვა სტატიები