Belive

ოფიციალურად: პრემიერლიგაში პირველი ლუქსემბურგელი ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ლუქსემბურგელი ფეხბურთელი ითამაშებს. "დუდელანჟის" ბომბარდირი და გამორჩეული მოთამაშე, დანელ სინანი "ნორვიჩში" გადავიდა. "იადონების" ოფიციალური გვერდის თანახმად, 23 წლის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. სინანი ბელგრადში, სერბეთში დაიბადა და კარიერა ლუქსემბურგში გააგრძელა, სადაც ნაკრებში თამაშის უფლებაც მოიპოვა. დანელი "დუდელანჟს"  ქვეყნის ისტორიაში პირველად, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში კი ევროტურნირებზე გუნდი მეორედ მოხვდა. დანელ სინანის "დუდელანჟის" შემადგენლობაში 99 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 46 გოლი და 29 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები