Belive

ოფიციალურად | პსჟ-მ ჯანლუიჯი დონარუმა წარადგინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-მ მოქმედი ევროპის ჩემპიონი, 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმა დაიმატა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად "პსჟ"-მ დაადასტურა.

22 წლის დონარუმა პარიზულ გრანდში 2006 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მან კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "პსჟ"-ს დონარუმაში ფული არ გადაუხდია, იტალიელი კიპერი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დონარუმა "მილანში" 2015 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 215 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები