ოფიციალურად – პსჟ-სა და დორტმუნდის მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

სულ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური განმეორებითი მატჩი “პსჟ-სა” და “დორტმუნდის ბორუსიას” შორის გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. მიზეზი ისევ კორონა ვირუსია.

ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა პირველ რიგში ფრანგული გრანდისთვის არის არასასიამოვნო. პირველი შეხვედრა პარიზელებმა 1:2 დათმეს და  დიდი შანსია, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. გულშემატკივარები, რომ დამატებითი ძალაა ეს ახალი არ არის.

ამ თემაზე სულ ცოტა ხნის წინ “პსჟ-ს” ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელს თამაშის გადადება ერჩივნა, გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას.

(182)

ოფიციალურად – პსჟ-სა და დორტმუნდის მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

სტატიის ავტორი
-