Belive

ოფიციალურად - ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი "ულსანთან" გააფორმა. ტრანსფერს აზიური კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

[오피셜] 울산현대, 조지아 국가대표 공격형 미드필더 ‘바코’ 영입! #울산현대 #바코 #발레리카자이시빌리 #MyteamULSAN Posted by 울산현대축구단 - Ulsan Hyundai Football Club on ორშაბათი, 15 თებერვალი, 2021
"ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები," - ასეთია ვაკოს პირველი კომენტარი "ულსანში" გადასვლის შემდეგ.
გეტყვით, რომ "ულსანი" სამხრეთ კორეის ვიცე-ჩემპიონია. ყაზაიშვილის ახალი კლუბი გასულ წელს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

სხვა სტატიები