Belive

ოფიციალურად - რადამელ ფალკაო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

35 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, რადამელ ფალკაომ, ,,რაიო ვალეკანოსთან'' ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფორვარდი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფალკაომ 2011-2013 წლებში, ლა ლიგაში, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' ერთად 2 სეზონი გაატარა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. ფორვარდი ბოლოს ,,გალათასარაიში'' თამაშობდა. ლა ლიგის ახალი სეზონის 3 ტურის შემდეგ, ,,რაიო ვალეკანო'' 3 ქულით ცხრილის მე-10 პოზიციაზეა.


სხვა სტატიები