Belive

ოფიციალურად - რაიან ბაბელი აიაქსში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე წელს ამსტერდამის "აიაქსს" შეტევაში მცირე პრობლემები აქვს. კლაას იან ჰუნტელაარი ასაკშია და ისეთი ეფექტური ვეღარ არის. დავიდ ნერეში კი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და ხშირად მას ლაზარეთში უწევს ყოფნა. აქედან გამომდინარე ამსტერდამელებმა "გალათასარაიდან" 6 თვით რაიან ბაბელი ინათხოვრეს.
ჰოლანდიელი გუნდს იჯარის წესით შეუერთდა. იჯარას ვადა 2020 წლის 30 ივნისს გაუვა და ბაბელი ისევ "გალათასარაიში" დაბრუნდება რაიან ბაბელი "აიაქსის" აღზრდილი გახლავთ. ჰოლანდიელი ახალგაზრდულ გუნდში 6 წლის განმავლობაში თამაშობდა, ხოლო შემდეგ 2004 წელს 18 წლის ასაკში მთავარ გუნდში მიიწვიეს, სადაც 3 წელი დაჰყო, 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები