Belive

ოფიციალურად | რანგნიკი ავსტრიის საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რალფ რანგნიკი ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, რანგნიკმა ავსტრიასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მოგვიანებით კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება. ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციასა და გერმანელ სპეციალისტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა. რანგნიკი აღნიშნავს, რომ ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ჩაბარების პარალელურად, აქტიურად განაგრძობს "წითელი ეშმაკებისათვის" კონსულტაციის გაწევას.

"მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრტნელი გავხდები, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედს" კვლავ აქტიურად გავუწევ კონსულტაციას. "მანჩესტერ იუნაიტედის" კვლავ ძლევამოსილ კლუბად ჩამოყალიბების პროცესში აქტიურად ვიქნები ჩართული. ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია. იმის განცდა, რომ გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდა და წარმატებას მოწყურებული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქნები, მოტივაციას მმატებს", - აღნიშნა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რალფ რანგნიკს ერიკ ტენ ჰაგი ჩაანაცვლებს. რანგნიკის მეთაურობით გამართულ 26 შეხვედრაში, პრემიერ ლიგის გრანდმა მხოლოდ 10 შეხვედრის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები