Belive

ოფიციალურად: რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა.  კარიერის განმავლობაში ვან დერ ვაარტმა შვიდი გუნდის მაისური მოირგო. კარიერა ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო, სადაც 1999-2005 წლებში თამაშობდა. 156 მატჩი ჩაატარა და 63 ბურთი გაიტანა. ჰოლანდიური კლუბიდან "ბუნდესლიგა"-ში გადაბარგდა და "ჰამბურგის" შემადგენლობაში 2008 წლამდე ითამაშა. გერმანულ გუნდში 113 თამაშის ჩატარება მოასწრო და 48 ბურთიც გაიტანა. მისით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა და 2008 წელს სამეფო კლუბს მიაშურა, სადაც ორი სეზონი გაატარა. მადრიდში 73 თამაშში 12 ჯერ გამოიჩინა თავი. "რეალი"-დან გეზი "პრემიერლიგისკენ" აიღო და "ტოტენჰემის" მაისური მოირგო. ლონდონში 2010-2013 წლებში ასპარეზობდა. 77 შეხვედრაში 28 ბურთის გატანა მოახერხა. შემდეგ ისევ "ჰამბურგში" დაბრუნდა, სადაც 2015 წლამდე ითამაშა. ერთი სეზონი "ბეტისში" გაატარა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა. კარიერის მიწურულს კი დანიაში, კერძოდ "მიდტიულანდში" თამაში გადაწყვიტა. 2018 წელს კი "ეისბერგში" გადავიდა, სადაც არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და სწორედ აქ დაასრულა საფეხბურთო კარიერაც. ეროვნულ ნაკრებში ვან დერ ვაარტი 2001-2013 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში 109 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები