Belive

ოფიციალურად: რაფინია პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ში გაგრძელდება. ფრანგულმა გრანდმა რაფინიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ყოფილმა ფეხბურთელმა "პარი სენ-ჟერმენთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 27 წლის რაფინია ახალგაზრდული ასაკიდან "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო ძირითადი გუნდის რიგებში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. 2014/15 წლები, რაფინიასთვის "ბარსელონას" მაისურით გატარებული ყველაზე წარმატებული სეზონი აღმოჩნდა, რომელშიც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაფინიას ტრანსფერთან და ღირებულებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის არაა ცნობილი.

სხვა სტატიები