Belive

ოფიციალურად: რეალის ფეხბურთელი ატლეტიკოში გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარკოს ლორენტემ მადრიდის "რეალი" დატოვა. ესპანელი ფეხბურთელი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს. 24 წლის ნახევარმცველმა დიეგო სიმეონეს გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლორენტე სწორედ "რეალის" აღზრდილია. 2016/17 წლებში ლორენტე  "ალავესში" იყო განათხოვრებული, რის შემდეგაც იგი გუნდს დაუბრუნდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს "სამეფო კლუბში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

სხვა სტატიები