Belive

ოფიციალურად: რეალმა "იაპონელი მესი" იყიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 წლის ტალანტური ფორვარდი, ტაკეფუსა კუბო უამრავმა ადამიანმა შერაცხა, როგორც “იაპონელი მესი”. ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 18 წლის ფორვარდი იაპონიის ეროვნულ ნაკრებში უკვე გამოიძახეს. ტაკეფუსა კუბო ლა მასიას სკოლის აღზრდილია, “ბარსელონას U11 გუნდის მაისურით, მან 30 მატჩში 74 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც  U14  გუნდში დააწინაურეს. აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო პრობლემების გამო, “ბარსელონა” იძულებული გახდა ამომავალი ვარსკვლავი, იაპონიაში დაებრუნებინა. დღეს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის "რეალმა" ტაკეფუსა კუბო შეიძინა. კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპისათვის უცნობია.

სხვა სტატიები