Belive

ოფიციალურად: რიბერი ფიორენტინას ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ლიდერი, ფრენკ რიბერი "ფიორენტინას" შეუერთდა. 36 წლის რიბერიმ, ფლორენციულ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რიბერიმ რეკორდმაისტერის რიგებში 12 სეზონი გაატარა. განსაკუთრებით საინტერესო კი 2013 წლის სეზონი გამოდგა, როდესაც "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკ რიბერის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება - "ფიორენტინამ" მისი ტრანსფერი ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.
Untitled
განხორციელებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, რიბერიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "აღფრთოვანებული ვარ. მოდით ერთად მივაღწიოთ წარმატებას. ლუკა ტონის ვესაუბრე და მან მითხრა, რომ "ფიორენტინა" დიდებული გუნდია - ფლორენცია კი ულამაზესი ქალაქი."

სხვა სტატიები